საახალწლოდ კასპის მერია შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად 13 000 ლარს დახარჯავს

კასპის მერია 120 ოჯახს საახალწლოდ დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალშვილიან შეჭირვებულ ოჯახებს, დედ-მამით ობოლო ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, სხვადასხვა კვების პროდუქტებს გადასცემს რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 13 044 ლარი დაიხარჯება.

დოკუმენტაციის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახები მერიისგან საჩუქრად მიიღებენ:

  • 2კგ ქათამი;
  • 2კგ შოკოლადის კამფეტი;
  • 2 ლიტრი ზეთი;
  • 2კგ შაქარი;
  • 2 ცალი შესქელებული რძე;
  • 2 ლიტრი გაზიანი სასმელი;
  • 400 გრამი კარაქი;
  • 2 ცალი ვაფლის ნამცხვარი;
  • 2კგ მანდარინი;

 

161 ნახვა
desktop
mobile catfish