სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ - აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“, - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.