დღეს შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება

დღეს, 28 ნოემბერს, შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმაციით, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება, 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

„ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, – ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით ,,მოწყალებისა კარი განგვიღე…“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს“, – ნათქვამია პარტიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

166 ნახვა
desktop
mobile catfish