კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, როგორც სოციალური, ასევე ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება

საქართველოში სოციალურად მეტნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება, ხანდაზმული მოსახლეობის 52% თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, – ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის “მარტოობა ხანდაზმულებში”- ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით გაიმართა.
კვლევის მიზანი საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესწავლა, მარტოობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იყო ხანდაზმულობის ასაკში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ რისკ-ფაქტორის შესამცირებლად.

145 ნახვა
desktop
mobile catfish