პოლიტიკა

📍მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც საბოტაჟის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
12 წუთის წინ

💬 „ახლა ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ყველას გაერთიანება. ვიცი, რომ ზოგიერთი ამბობს, ჩვენ ცალკე გვინდა, ცალკე პროექტი გვინდა. ამას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ამოვიდეთ იქიდან, საბოტაჟის გამტარებლები არიან თუ არა მტრები? მტრები თუ არიან, მაშინ მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, საუბარია იმაზე, რომ აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას.

ზოგიერთი მსახიობი თვითონ დასდევდა აქციაზე და ჩემს სურათებს ართმევდა პროტესტანტებს. სურათს როცა ართმევ პროტესტანტებს, ძნელია, შენ როცა გჭირდება, ისინი მოვიდნენ დასახმარებლად. საქართველოში ძალიან, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. რა თქმა უნდა, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ვითხოვ მთელი გულით, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ასე ცოტა? რადგან მანამდე ჩემს სურათებს დასდევდნენ. ასე ერთიანობა აღარ გამოვა. ერთიანობა არის ის, როცა ჩვენ ყველა გვერდზე გადავდებთ ძველ წყენას და შეგვეძლება ერთად ბრძოლა. ერთადერთი გზა არის ბრძოლა. უახლოეს კვირებში ყოფა ეტირება ირანის დიქტატურას, რაც ძალიან დაასუსტებს რუსეთს. ეს იმათ უნდა იკითხოთ, ვისაც გასაქცევი აღარსად გექნებათ. ამიტომ, მინდა, ყველამ ვიცოდეთ, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები