ხაშურის რაიონის მკვიდრი რესტორანში მოკლეს

მკვლელობა მოხდა თბილისში. ერთ-ერთ რესტორანში  რთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ადგილზე გარდაიცვალა ხაშურის რაიონის სოფელ დუმაცხოვში მცხოვრები 25 წლის გურამ ხაჩიძე. ხაჩიძის ახობლებისთვის უცნობია ჩხუბის მოტივი. მათი ინფორმაციით ეჭვმიტნილი კასპირ რაიონის მაცხოვრებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ხაჩიძე ჩხუბის დროს თავის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, როგორც შსს-ში განმარტეს ხაჩიზე ადგილზევე გარდაიცვალა. მას ცივი ან ცეცხლნასროლი ჭრილობებით არანაირი დაზიანება არ ქონდა მიყენებული, იგი სავარაუდოდ ჩხუბის დროს თავის ძლიერი დარტყმით გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი. საქმე სსკ 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.


 

Related posts