პოლიტიკა

გიგა ლემონჯავა - არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ - ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს
5 წუთის წინ

გიგა ლემონჯავა - არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ - ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს

„ქვეყანაში, საიდანაც ადამიანები გარბიან და ემიგრაციიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებს, ქვეყანაში, სადაც ივანიშვილმა უპერსპექტივობისა და სიღარიბის გარემო შექმნა, რის გამოც ადამიანებს ქვეყნის დატოვება უწევთ და მილიონზე მეტი ემიგრანტი ჰყავს ქვეყანას, კრძალავენ ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლებას. ეს არ არის მხოლოდ ემიგრანტებზე და მათ სამოქალაქო უფლებებზე თავდასხმა, ან პოლიტიკურ პარტიებზე, არამედ ეს არის არჩევნების როგორც დემოკრატიული ინსტიტუციის გაუქმების მცდელობა. ეს არის დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა საქართველოში.

რატომ აუქმებენ საარჩევნო ხმებს ემიგრანტებისთვის? იმისათვის, რომ ემიგრაციაში „ქართული ოცნება“ საარჩევნო ხმებს ვერ აკონტროლებს, მაგალითად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „კოალიცია ცვლილებისთვის“ 11 ათასზე მეტი ხმა მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ კი 4000-ზე ოდნავ მეტი. ივანიშვილი ემიგრანტებში ვერ აკონტროლებს ხმებს სუს-ის, დაშინების, მოსყიდვის, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით. ამიტომ გადაწყვიტა, რომ შური იძიოს ემიგრანტებზე და წაართვას საარჩევნო ხმის უფლება, გააუქმოს არჩევნები და დემოკრატია.

არჩევნები არის უკანასკნელი მექანიზმი, რითაც ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ. ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს. ჩვენი, პროდასავლური კოალიციებისა და პარტიების ამოცანაა, რომ რაც შეიძლება ხისტი წინააღმდეგობა დავუპირისპიროთ ამ ყველაფერს. არ ვაღიაროთ და არ ვითანამშრომლოთ რეჟიმთან, მოვითხოვოთ მეტი საერთაშორისო წნეხი და სანქცია რეჟიმის წარმომადგენლებისთვის და რაც მთავარია, არ შეჩერდეს ქუჩის პროტესტი. პროტესტი უნდა გახდეს უფრო მასშტაბური, მწვავე და მრავალფეროვანი. ამიტომ მოგიწოდებთ 28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე შევიკრიბოთ თსუ-სთან, საიდანაც მასშტაბური, დიდი მსვლელობა იქნება პარლამენტის შენობის მიმართულებით და ვაჩვენოთ ოლიგარქ ივანიშვილის, ერთმანეთსა და საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ივანიშვილის ამგვარ თავხედობებს კი არ შევეგუებით, არამედ დავუპირისპირებთ სიხისტეს, ერთიანობასა და გამბედაობას“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები