პარლამენტის წინ აქციაზე კარვის გაშლის გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის წინ მიმდინარე სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, წვიმის გამო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობენ. ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა მათ კარვის გაშლის უფლება არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა. წყარო: on.ge