გურჯაანში მანქანა დაიწვა

 

გურჯაანში მანქანა დაიწვა. ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს კურორტ “ახტალას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩნდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილს ახალგაზრდა ქალი მართავდა, რომელსაც თან მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა. მანქანიდან გადმოსვლა ორივე მათგანმა დროულად მოასწრო.

 

ინციდენტის დროს, არავინ დაშავებულა. მომხდარის სავარაუდო მიზეზად, მანქანის ტექნიკური გაუმართავობა სახელდება.

 

წყარო:rustavi2.ge

Related posts