რა ხდება ჩვენში, როდესაც გვიყვარდება? – ქიმიური პროცესები ორგანიზმში

 


რა ხდება ჩვენში, როდესაც გვიყვარდება?


სიყვარულზე საუბრისას არცთუ ისე იშვიათად იყენებენ სიტყვას „ქიმია“. სინამდვილეში სიყვარული მართლა ქიმიური რეაქციების რიგია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში ამ გრძნობის გაჩენისთანავე ვლინდება და განვითარების რამდენიმე სტადიას გადის, თუმცა მსგავსი ეტაპების მიუხედავად, შედეგი მაინც სხვადასხვა შეიძლება დადგეს. მეცნიერების თქმით, ეს გრძნობა ორგანიზმში მთელ რიგ ქიმიურ პროცესებს უშვებს, რომელიც საბოლოო ჯამში, ადამიანების შთამომავლობის შენარჩუნებისკენ არის მიზანმიმართული.

სიყვარულის სიმპტომები ძალიან ჰგავს ავადმყოფის მდგომარეობას: ხელის გულების გაოფლიანება, მადის დაკარგვა, ეიფორია, სახეზე სიწითლე და გახშირებული გულისცემა.



სიყვარული განვითარების რამდენიმე სტადიას გადის – ყოველი მათგანი დამოკიდებულია გარკვეულ ქიმიური ელემენტებზე, რომელიც ორგანიზმში რეაქციების შესაბამისად ამოქმედდება.



-თუმცა სტადიების რიგითობა შეიძლება იყო ნებაყოფლობითი, – აღნიშნავს რუტგერსის უნივერსიტეტის მკვლევარი ჰელენ ფიშერი, – თქვენ შეიძლება ძალიან მიეჩვიოთ ვინმეს სამსახურში, ან იმ წრეში, რომელშიც ტრიალებთ და მხოლოდ რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ ამ ადამიანზე ხართ შეყვარებული. ამ შემთხვევაში ჯერ მოდის მიჩვევა, მერე რომანტიული სიყვარული და მხოლოდ შემდეგ ემოციები, რომელიც სექსუალურ მიზიდულობასთან არის დაკავშირებული. მეორე შემთხვევაში, თქვენ შეიძლება შეხვდეთ ვინმეს, რომელიც სექსუალურად მიმზიდველად მოგეჩვენებათ, თქვენ ის გიყვარდებათ და მხოლოდ შემდეგ მიდიხართ ღრმა მიჩვევის შეგრძნებამდე. არის მესამე ვარიანტიც – შეიძლება, თქვენ უეცრად შეგიყვარდეთ, თავი დაკარგოთ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ვიღაცის გამო, ვის მიმართაც, მაგალითად, დიდი ხნის წინ გარკვეული ლტოლვა გქონდათ, მაგრამ იმ დროისთვის რაიმე გამომწვევი, ძლიერი გრძნობა არ გაგჩენიათ.



თითოეულ ამ სტადიაზე თამაშში შემოდის სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება და ამ ეტაპზე მეცნიერებმა უკვე იციან, რომელ პროცესს შეესაბამება ეს ელემენტები.



სტადია 1. ვნება, ლტოლვა

სურვილი, რომელიც ჩვენში ტესტოსტერონის და ოსტროგენის ჰორმონებით არის გამოწვეული. ტესტოსტერონი – ეს გამორჩეულად მამაკაცის ჰორმონი არაა. ის ქალის ორგანიზმში სექსუალური ვნების გასაღვიძებლად ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც მამაკაცის შემთხვევაში ხდება.



სტადია 2. გატაცება

ბევრ ურთიერთობას საფუძვლად უდევს ბავშვებზე და მათ მომავალზე ზრუნვა. ამ სტადიაზე ქალს და მამაკაცს ერთმანეთი უყვარდებათ, თავსაც კარგავენ, სხვაზე არაფერზე ფიქრობენ, ცუდად სძინავთ და მუდმივად აფორიაქებულნი არიან „მასზე“ ფიქრებით. ამ დროს, შეიძლება, მადაც კი დაკარგონ…

გატაცების სტადიაზე საქმეშია ნეირომედიატორები მონოამინების ჯგუფიდან.


დოპამინი – ეს ის ნივთიერებაა, რის გამოც ზოგიერთს ორგანიზმში კოკაინი და ნიკოტინი შეჰყავს.

ნორადრელანი, ანუ ადრენალინის „ახლო ნათესავი“, გვაიძულებს გავოფლიანდეთ, ხოლო გული აჩქარებულად ძგერს.

სეროტონინი – სიყვარულის მთავარი ძრავი. მის უკმარისობას დეპრესიამდე მივყავართ, ხოლო მის სიჭარბეს – ნატურალურ სიგიჟემდე.



სტადია 3: მიჩვევა


ეს გრძნობები, ჩვენში მაშინ იბადება, თუ ურთიერთობები დიდხანს გრძელდება. გატაცების სტადია რომ დიდხანს გაგრძელდეს, საეჭვოა, აქედან რამე გამოვიდეს, გარდა მრავალშვილიანობისა.


მიჩვევა – ეს ხანგრძლივი. ნებაყოფლობითი ვალდებულებებია, ეს არის კავშირი ადამიანებს შორის, რომლებმაც ერთად ცხოვრება და ბავშვების გაჩენა გადაწყვიტეს.


ამ სტადიაზე ნერვული სისტემა ორგანიზმში ორ ჰორმონს უშვებს, რომლებიც, მეცნიერების თქმით, ადამიანებს შორის სოციალურ კავშირზე არიან პასუხისმგებელნი. ეს ჰორმონებია ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი, რომლებიც მნიშვნელოვანი ელემენტებია ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობებისთვის. ისინი წარმოიქმნებიან არა მარტო პაემნის დროს, არამედ მხოლოდ ფიქრის დროსაც კი შეყვარებულზე.


ისინი ტვინში მდებარე სიამოვნების ცენტრზე მოქმედებენ, ეიფორიის განცდას იწვევენ, უზრუნელყოფენ ეფექტს, რომელიც შეიძლება წლობით გაგრძელდეს ისევე, როგორც სიყვარული.


სიამოვნებისა, უძილობისა და გაოფლილი ხელის გულების გარდა, სიყვარულს აქვს სხვა გამოვლინებებიც: ერთგულება, ნაზი მიჯაჭვულობა და სულთა ერთიანობა. ყველა ამ გრძნობას ბადებენ მონოგამიის ჰორმონები: ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი.


მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ ველურ ბუნებაში ერთგული წყვილები მხოლოდ იმ ცხოველებში წარმოიქმნებიან, რომლებიც ბევრ ოქსიტოცინს და ვაზოპრესინს გამოიმუშავებენ.

Related posts