ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს – სააკაშვილი


 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინის საზღვრის გადაკვეთას გეგმავს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, პოროშენკო შეხვდა ივანიშვილს იმის გამო, რომ სჭირდებოდა ქართულ პროკურატურასთან თანამშრომლობა. მისივე თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის სატელეფონო ჩანაწერი რუსულმა მხარეს სპეციალურად გაავრცელა.  


“რატომ გამოაგდეს რუსებმა ჩანაწერი მღებრიშვილის? რუსები არიან ესენი და ეჭვი არ გვეპარება, რომ ვიღაც კერძო პრანკერები არიან. სპეციალურად გამოაგდეს იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ განცა, რომ ივანიშვილი მათ ატყუებს. ერთის მხრივ ეუბნება, რომ მინდა საქართველოში სააკაშვილის დაჭერა, მაგრამ მეორეს მხრივ, ეშინია ჩემი ჩასვლის საქართველოში. ამიტომ ჩაწერეს მათ საუბარი მღებრიშვილთან, გამოაგდეს და უთხრეს, რომ შენ რას გვატყუებო, აი ხომ ხედავ გამხილეთ და ამის შემდეგ იძულებული იქნა ივანიშვილი დაევალებინა, რომ მართლა გაეგზავნათ ექსტრადიციის მოთხოვნა. რუსებმა აისრულეს თავის წადილი,“- განაცხადა სააკაშვილმა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში.


მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები რუსული თამაშია.


“ეს არის რუსული თამაში და ახლა შევდივართ იმ ეტაპზე, როცა პუტინი თვლის, რომ საბოლოოდ გამანადგურებს, როგორც კაჩინსკი გაანადგურა და როგორც ბევრი სხვა და ყველა ჩათვლის, რომ პუტინის მტრობა არის სიცოცხლისთვის სახიფათო. დანარჩენს ყველაფერს ვნახავთ უახლოეს კვირებში, თვეებში და წლებში. საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი და უკრაინელი ხალხი გაიმარჯვებს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

 

rustavi2.ge

Related posts