ავტოსაგზაო შემთხვევას 20 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა

primetime.ge -ე ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში მსხვერპლით დასრულდა.

სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე, ავარიას 20 წლამდე ასაკის ნიჯგორის მკვიდრი, შ.გ. ემსხვერპლა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მძღოლი რ.ბ. მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალციხეში გადაჰყავს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა ამაღლების დღესასწაული ძველი ეკლესიის ტერიტორიაზე აღნიშნეს. ავტოსაგზაო შემთხვევა კი უკან დაბრუნების დროს მოხდა.

მომხდარ ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის სამმართველომ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: რუსკა გვარამაძე

წყარო: primetime.ge

Related posts