მეუფე კალისტრატეს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმცია, რომ მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა. ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. თუმცა გაირკვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოში განუცხადეს, მეუფე მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ცოცხალია.

გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია მეუფე კალისტრატეს შესახებ. ამჟამად ვიმყოფები იმ კლინიკაში, სადაც მეუფეა მოთავსებული. მეუფე კალისტრატე ცოცხალია“,- წერს ლაშა დეისაძე-შარვაშიძე.

მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

სასულიერო პირებმა მეუფე გუშინ კლინიკაში მოინახულეს და ზეთი აცხეს.

primetime.ge

Related posts