საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. პირველ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში 81 წლის პაციენტი, რომელიც თბილისის ზღვის საავადმყოფოდან იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა.

 

თავიდანვე პაციენტის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუსაბამოდ შეფასდა – განაცხადა ლევან რატიანმა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ 81 წლის ქალს არაერთი თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის გადატანილი ინფარქტი, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმია, ორმხრივი პნევმონია.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულია 36, ხოლო გარდაცვლილია 2 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ​თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

Related posts