თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გმირთა მოედანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

Related posts