რა შემთხვევაში შეძლებთ ბავშვის ბაღში მიყვანას სექტემბრიდან

რა შემთხვევაში შეძლებენ მშობლები ბავშვების ბაღში მიყვანას და რა არის აუცილებელი რეკომენდაცია, რაც ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს.

ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებისას, ჯგუფებში, ბავშვების დასაშვები რაოდენობა განისაზღვრება.

კერძოდ, შესაძლოა, ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან. ამის შესახებ პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესის დაწყებას შეძლებენ, თუმცა, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება და ასევე ჩართული იქნებიან ეპიდემიოლოგები.

პრაიმტაიმმა“ ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გადაამოწმა.

მათი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ და დეტალები მალე დაზუსტდება.

„მიდის მუშაობა ამ საკითხზე და მალე გაირკვევა.“, – გვითხრეს დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ბაღები, რომლებსაც ჯგუფებში საკმარისი ფართი არ გააჩნიათ, სავარაუდოდ მუშაობას ვერ აღადგენენ.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თერმოსკრინინგი აუცილებლად ჩაუტარდებათ, როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს და მომსახურე პერსონალს. ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროს ისე უნდა დაყონ ბავშვები, რომ ერთი ჯგუფი, როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე ჯგუფი გავიდეს. აუცილებელია დეზინფექცია.

წყარო: ptn.ge

Related posts