იცავენ თუ არა პირბადის ტარების სავალდებულო წესს გორში?

მიუხედავად რეგულაციებისა სოციალური დისტანციისა თუ პირბადის სავალდებულო ტარების ვალდებულებამ, ნელ-ნელა მეორე პლანზე გადაინაცვლა. განსაკუთრებით თვალშისაცემი კი ეს ზაფხულის პერიოდში გახდა. თუმცა ბოლო დღეებში ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მოქალაქეებისთვის პირბადის სავალდებულო ტარება კვლავ აქტუალური გახსა. მიკრო ავტობუსის მძღოლები ამბობენ, რეგულაციების დარღვევის გამო ჯარიმებმაც მოიმატა. მოქალაქეთა ნაწილს, დახურულ საჯარო სივრცეებში, პირბადეები ან საერთოდ არ უკეთიათ, ან დარღვეულია მისი მოხმარების წესი, პირბადის ტარების ვალდებულება გავრცელდება სავაჭრო ცენტრებზე, ლიფტებსა და სილამაზის სალონებზე. ჩამონათვალში მოხვდა საგანამანათლებლო დაწესებულებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.თუ წესი დაირღვევა ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება: 6 წლამდე ბავშვებზე; პირებზე, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ტარება შშმ პირებზე. გარდა ამისა, გამონაკლისი გავრცელდება რიგ მიმართულებებზე, როგორიცაა ლოგოპეტის მომსახურება და ა.შ.

Related posts