კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში დილიდან მწყემსს ეძებენ. საძიებო სამუშაოები განახლდა. თანასოფლელების თქმით, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის დავით ზუბიაშვილი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
მდინარე მტკვარსა და მის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა გუშინ, გვიან საღამოს კარავიც გაშალეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში განახლდა. ღონისძიებებში ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება, პარალელურად, ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს დრონის საშუალებით.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის იოსებ მარღიშვილის ინფორმაციით, გუშინ, ღამის 11 საათამდე მიმდინარეობდა ძებნა, დღეს დილით, გამთენიისას გაგრძელდა ღონისძიებები.