საქართველოში 833 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 833 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 182 პირი იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 833 მძიმე პაციენტიდან თბილისში 440 პირი მკურნალობს, აჭარაში – 39, იმერეთში -172. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 182 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 9.

1 088 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 334- აჭარაში. 11 506 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 39, ხოლო აჭარაში – 10.

სულ 6 ოქტომბრიდან – 17 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 956 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 986, პირი, აჭარაში – 1 445, იმერეთში – 1 423.

66 ნახვა
desktop
mobile catfish