შოკოლადისა და მარწყვის სამეფო ტორტი

ინგრედიენტები

 
  • კეფირი – 230 მლ
  • კვერცხი – 3 ც
  • სოდა – 1 სკ
  • შაქარი – 130 გ
  • ვანილი
  • ზეთი – 5 სკ
  • კაკაო – 5 სკ
  • გამაფხვიერებელი – 10 გ
  • ფქვილი – 200 გ
კრემი
  • არაჟანი – 1 კგ
  • შაქრის ფხვნილი – 150 გ
  • არაჟნის გამასქელებელი
  • მარწყვი – 200 გ
 
 
მომზადების წესები

კეფირს დაუმატეთ სოდა, ამოურიეთ და 5 წუთი დააყოვნეთ, რომ სოდა კარგად გაიხსნას.

ცალკე ჯამში განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული.

ცილა და გული ამოიყვანეთ 65-65 გრამ შაქართან ერთად. ამოყვანილ გულს დაუმატეთ ბეზე, შემდეგ კი ეს მასა დაუმატეთ კეფირს.

დაუმატეთ ვანილი და ზეთი, კარგად ამოურიეთ. ბოლოს ჩააცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. ფრთხილად ამოურიეთ ხის ან სილიკონის კოვზით. ცომი გადაიტანეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაში (ჩვენთან 20 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

მიღებული ბისკვიტი გაყავით 3-4 ნაწილად.

26 ნახვა
desktop
mobile catfish