გორის №32-ე საარჩევნო ოლქში კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51,12 %-მა მიიღო

20:00 საათისთვის, ჩვენს საარჩევნო ოლქში უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 57 581-ს, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,12 %-ს გულისხმობს, – ამის შესახებ გორის №32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა, ნათია მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ხმის მიცემის პროცედურა ყველა საარჩევნო უბანზე 20:00 საათზე შეწყდა და ამ დროისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

„გორის №32-ე საარჩევნო ოლქში, არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ხმის მიცემის პროცედურა და თითოეულ საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. 20:00 საათისთვის უბნებზე მოსული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 57 581-ს, რაც არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,12 %.

რაც შეეხება ოლქში რეგისტრირებულ საჩივრებს, ამ დროისთვის, გვაქვს 9 საჩივარი, რომელიც ძირითადად ეხება პროცედურულ დარღვევას და უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საჩივრები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა ნათია მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნები ჩატარდა. გორის მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოდა.  

28 ნახვა
desktop
mobile catfish