პოლიტიკა

ეს არ იყო მუდმივი სამსახური და ყველამ იცოდა, რომ კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ აღარ იქნებოდა, - ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის პასუხი კითხვაზე, 2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შეჩერების შესახებ.

ეს არ იყო მუდმივი სამსახური და ყველამ იცოდა, რომ კონკრეტული ვადის გასვლის შემდეგ აღარ იქნებოდა, - ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის პასუხი კითხვაზე, 2026 წლიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების სახელმწიფო პროგრამის შეჩერების შესახებ.

კაკაურიძის განმარტებით, პროგრამის დაწყებისას და დღეს სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავდება როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნის თვალსაზრისით, ასევე განსხვავებულია ზოგადად, ეკონომიკური ტენდენციები.

„სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა იყო 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო. პროგრამის 4-წლიანი ციკლი იყო. თუ ეკონომიკურ სიტუაციას შევხედავთ - რა იყო 2021 წელს და რა გვაქვს დღეს, აბსოლუტურად განსხვავდება როგორც შრომის ბაზარზე მოთხოვნა, ასევე ზოგადად, ეკონომიკური ტენდენციები. მაშინ, კოვიდის შემდგომ პერიოდში, იყო საკმაოდ გაზრდილი უმუშევრობის მაჩვენებელი. ხოლო, დღეის მდგომარეობით, ვხედავთ, რომ შრომის ბაზარზე არაერთი მიმართულებითაა შრომის დეფიციტი, რაც კერძო სექტორისთვის გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაუქმდეს ეს პროგრამა და ვისაც კერძო სექტორში დასაქმება სურს, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათი გადამზადების გზით, ხელი შევუწყოთ მათ კერძო სექტორში დასაქმებას”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კითხვაზე, რა ბედი ელით ადამიანებს, რომლებიც ამ პროგრამით უკვე დასაქმებული არიან, კაკაურიძემ განმარტა, რომ ვინც დასაქმებულები არიან, შესაბამისი ვადის ამოწურვამდე იქნებიან დასაქმებული.

„ეს არ იყო მუდმივი სამსახური, კონკრეტული ვადით იყო შემოფარგლული და ყველამ იცოდა, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ ეს სამსახური აღარ იქნებოდა”, - აღნიშნა კაკაურიძემ.

კითხვაზე, მუშახელის რა რაოდენობის დეფიციტია ქვეყანაში, კაკაურიძემ უპასუხა, რომ როცა ეკონომიკა იზრდება მეტი სამუშაო ადგილის მოთხოვნაა და არსებული მუშახელი ვერ აკმაყოფილებს სამუშაო ადგილების რაოდენობას.

კაკაურიძის თქმით, ემიგრაციაც პრობლემაა, რადგან ემიგრაციაში წასული ხალხი საქართველოს შრომით ბაზარზე დღეს არ არის.

„ტურისტულ სექტორშიც სერიოზული დეფიციტია მუშახელის… როცა ეკონომიკა იზრდება მეტი სამუშაო ადგილის მოთხოვნაა და არსებული მუშახელი ვერ აკმაყოფილებს სამუშაო ადგილების რაოდენობას. სამწუხაროდ, კვალიფიციური მუშახელია სერიოზული პრობლემაა. მათ შორის, ემიგრაციაც პრობლემაა, რადგან ემიგრაციაში წასული ხალხი საქართველოს შრომით ბაზარზე არ არის დღეს”, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. სოციალურად დაუცველებს ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებში დასაქმება შესთავაზა შემწეობის 4 წლის განმავლობაში შენარჩუნების პარალელურად. ნებისმიერ ასეთ სამუშაო ადგილზე ხელფასი 300 ლარი იყო.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები