ტრაგედია წალენჯიხაში – შვილის მიერ ტირის თოფიდან შემთხვევით გასროლილ ტყვიას დედა ემსხვერპლა

ტრაგედია წალენჯიხაში – გავრცელებული ინფორმაციით, ქალი შვილის მიერ ტირის თოფიდან შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა.არსებული ცნობით, 53 წლის ქალს ჭრილობა კისრის მიდამოში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ცხედარი კლინიკიდან ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

58 ნახვა
desktop
mobile catfish