ბოლო 21 დღის განმავლობაში “მაიმუნის ყვავილის” არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა – თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო 21 დღის განმავლობაში “მაიმუნის ყვავილის” არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„მაიმუნის ყვავილის” შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებში, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში “მაიმუნის ყვავილის” არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ვფიქრობ, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავს, მივიდეს ექიმთან და ექიმი დაუნიშნავს შესაბამის გამოკვლევას და მკურნალობას,” – აცხადებს თამარ გაბუნია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

233 ნახვა
desktop
mobile catfish