შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მოპედზე მსხდომი ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი დაშავებული ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე კლინიკაში შეყვანისას.

თვითმხილველების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა. დაღუპულია მოპედზე მსხდომი ახალგაზრდები.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.