პოლიტიკა

“კოალიცია ცვლილებისთვის" - “არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას”
1 საათის წინ

“კოალიცია ცვლილებისთვის" - “არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას”

“კოალიცია ცვლილებისთვის” აცხადებს, რომ არცერთ ეტაპზე არ აპირებს „რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას“.

კოალიცია პასუხობს მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ არ აპირებს არც შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.

“ე.წ. პრეზიდენტის პირით რეჟიმმა დაადასტურა, რომ ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ყალბ კრიმინალურ, პროცესში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების გზა და ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ.

ჩვენი პოზიცია არის უცვლელი - არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას.

გამარჯვების გზა გადის ართანამშრომლობასა და წინააღმდეგობაზე.

ბოლომდე!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები