პოლიტიკა

ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება“ შიგნიდან იშლება, გუნდში ბიძინა ივანიშვილი აღარ ენდობა უამრავ ადამიანს - ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სუს-ს მხოლოდ ის აკონტროლებს
2 საათის წინ

ირაკლი კუპრაძე - „ქართული ოცნება“ შიგნიდან იშლება, გუნდში ბიძინა ივანიშვილი აღარ ენდობა უამრავ ადამიანს - ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სუს-ს მხოლოდ ის აკონტროლებს

ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სუს-ს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, - შესაბამისი განცხადება „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კურპაძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის წასვლას და პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენას.

კუპრაძის აზრით, მმართველი გუნდი იშლება.

„ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ „ქართული ოცნება“ შიგნიდან იშლება. „ქართული ოცნების“ გუნდში ბიძინა ივანიშივლი აღარ ენდობა უამრავ ადამიანს, მათ ჩინოვნიკებს, რომლებსაც ჯერ ბინძური დავალებები შეასრულებინეს და ახლა მათი ჩარეცხვა მიმდინარეობს. სუს-ის ხელმძღვანელი გადაიყვანეს მრჩევლის პოზიციაზე, უხელფასოდ, ყველანაირი პატივისცემის, კეთილსინდისიერების გარეშე - მოიქნიეს ანრი ოხანაშვილი, რომელსაც ჯერ ბინძური დავალებები შეასრულებინეს, მოატაცებინეს ბაჩიაშვილი საემიროებიდან, შეასრულებინეს და ჩაატარებინეს უკანონო მრავალი სპეცოპერაცია საქართველოში, ამის შემდეგ ხუთ თვეში მოისროლა, მოიქნია ისე, რომ ალბათ, ბოდიშიც არ მოუხდიათ. ერთადერთი, გადაუგდეს რაღაცა კამფეტი, რაც გულისხმობდა, თითქოს მან მიიღო ეს გადაწყვეტილება [თანადებობის დატოვების]. რა თქმა უნდა მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე და საკუთარი მერკანტილური მიზნებიდან გამომდინარე. ანრი ოხანაშვილი იქნება თუ მამუკა მდინარაძე სუს-ს აკონტროლებს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ის ებრძვის სუს-ის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნავს კუპრაძე.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები