პოლიტიკა

გასულ წელს 198-მა თანამდებობის პირმა 12 მლნ ლარის საჩუქარი მიიღო
8 წუთის წინ

გასულ წელს 198-მა თანამდებობის პირმა 12 მლნ ლარის საჩუქარი მიიღო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აქვეყნებს თანამდებობის იმ პირთა დეკლარაციის შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც ჯამში 12 მილიონი ლარის ოდენობით საჩუქრები მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, დასაჩუქრებულ 198 თანამდებობის პირთა შორის არიან: უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამუკა ვასაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე, პარლამენტის წევრები, ილია ინჯია და გურამ მაჭარაშვილი, ასევე არიან: თავდაცვისა და შს სამინისტროების თანამშრომლები.

„2025 წლის იანვარ-აგვისტოში 198-მა თანამდებობის პირმა აღნიშნა ქონებრივ დეკლარაციაში საჩუქრის მიღება, ჯამში, 12 მლნ ლარის ოდენობით. აქედან 30-მა თანამდებობის პირმა 1.8 მლნ ლარის ჯამური ღირებულების საჩუქარი 2024 წელსაც დაადეკლარირეს. ნაღდი ფულის სახით 6.6 მლნ ლარი მიიღეს. საჩუქრად მიიღეს ასევე 76 უძრავი ქონება, 11 ავტომობილი და 4 იარაღი. საჩუქრების 61% (7.5 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს.

მაღალი თანამდებობის პირებიდან 100,000 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიიღეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ, პარლამენტის წევრებმა ილია ინჯიამ და გურამ მაჭარაშვილმა

ყველაზე მეტი ჯამური ღირებულების საჩუქრები - 1.5 მლნ ლარის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს. შსს-ს თანამშრომლებმა და მოსამართლეებმა კი 1.3-1.3 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განმარტებით, ორგანიზაციამ იმ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რომლებმაც დეკლარაცია 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შეავსეს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა, თუ რა საჩუქრები მიიღეს 2024 წელს.

2024 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს: უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ მამუკა ვასაძემ - 150,000 დოლარი მშობლისგან; საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა მანანა კობახიძემ - 44,500 დოლარი შვილისგან; პარლამენტის წევრმა ილია ინჯიამ - 61,500 დოლარი მშობლისგან; პარლამენტის წევრ გურამ მაჭარაშვილის მეუღლემ - 43,000 დოლარი შვილისგან; 10 თანამდებობის პირი, რომელმაც 2024 წლის დეკლარაციების მიხედვით ყველაზე მეტი ღირებულების საჩუქარი მიიღო:

გიორგი კუჭუხიძე -(განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ფინანსური მართვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი); გიორგი კუჭუხიძემ 528,142 ლარი მიიღო საჩუქრად მამისგან;

გიორგი ღიბრაძე - (ეროვნული უსაფრთხოების აპარატის უფროსის მოადგილე (ყოფილი); გიორგი ღიბრაძის მეუღლემ თამარ ბიწაძემ 170,000 დოლარის ღირებულების უძრავი ქონება მიიღო საჩუქრად დედისგან; მამუკა ვასაძე- (უზენაესი სასამართლოს მოსამართლე). მამუკა ვასაძემ 150,000 დოლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, მამუკა ვასაძემ 406,500 ლარის ღირებულების საჩუქარი მიიღო;

ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე). ირაკლი შენგელიას მეუღლემ ლანა თევზაძემ 150,000 დოლარი მიიღო საჩუქრად ირაკლი შენგელიასგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ბინის გასხვისებით მიღებული თანხა აჩუქა მეუღლეს. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 406,500 ლარია. ირაკლი შენგელია აშშ-ს მიერ არის სანქცირებული;.

ნინო ბაგაშვილი - (სსიპ „თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსი). ნინო ბაგაშვილმა 130,000 დოლარი მიიღო საჩუქრად მშობლისგან. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 352,300 ლარია;

იოსებ ჭელიძე- (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2025 წლის ივნისამდე). იოსებ ჭელიძემ 123,000 დოლარის ჯამური ღირებულების სამი უძრავი ქონება მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 333,300 ლარია. იოსებ ჭელიძე სანქცირებულია ესტონეთის, ლიუტუვას და ლატვიის მიერ;

ლევან წიტაიშვილი- (სსიპ „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს“ უფროსის მოადგილე). ლევან წიტაიშვილმა 78,500 დოლარის ჯამური ღირებულების ერთი საცხოვრებელი სახლი და სამი მიწის ნაკვეთი მიიღო მამისგან საჩუქრად. 2024 წლის ლარის საშუალო კურსით, საჩუქრის ღირებულება 317,000 ლარია;

ელგუჯა უნდილაშვილი-(დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე). ელგუჯა უნდილაშვილის შვილმა ნიკა უნდილაშვილმა 300,000 ლარის ღირებულების ბინა მიიღო მამისგან საჩუქრად. კანონის თანახმად, ოჯახის წევრებს შორის გადაცემული საჩუქარიც უნდა დადეკლარირდეს;

დავით ონოფრიშვილი -(სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ უფროსი). დავით ონოფრიშვილმა და მისმა შვილმა 248,000 ლარის ჯამური ღირებულების 5 უძრავი ქონება მიიღეს საჩუქრად. საჩუქრების გამცემები და, დედა და შვილი არიან;

კახაბერ ესებუა -(თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს შეფასების სამმართველოს უფროსის მოადგილე). კახაბერ ესებუამ 247,199 ლარი მიიღო საჩუქრად დედისგან. დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ დედისგან საჩუქარი უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წყარო: BPN.ge

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები