პოლიტიკა

თინა ბოკუჩავა - მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს - დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ
18 წუთის წინ

თინა ბოკუჩავა - მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს - დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ

მდინარაძის სუს-ის უფროსად დანიშვნა ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე მიუთითებს , - ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დატოვება.

ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა.

„ისეთი უკანასკნელი ნაძირალას დანიშვნა სუს-ის უფროსად, როგორიც არის მამუკა მდინარაძე, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი და ყველაფერს ხელს მოაწერს, ნამდვილად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის უკანასკნელ ამოსუნთქვაზე. ივანიშვილის რეჟიმი ჩამოშლის პირასაა, ის არის ყველაზე სუსტი, რაც კი ოდესმე ყოფილა. მას პრობლემა აქვს ყველა უწყებაში, მართლმსაჯულებაში, ე.წ. კრიმინალურ სამყაროში, რომელთანაც ყოველთვის შეზრდილი იყო. ასეთ თავზეხელაღებულ, სულმდაბალ ადამიანთან ჩვენ, დემოკრატიული ძალები განსაკუთრებით ფხიზლად, ფრთხილად უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივი პოლიტიკური კონსოლიდაცია აუცილებელია დღეს, როდესაც გამარჯვება უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, რომ ივანიშვილის რეჟიმის მართლა არის ჩამოშლის პირას, ამაზე მიუთითებს ბოლო საკადრო გადაადგილებაც“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ პოზიციაზე პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე წარადგინა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები