პოლიტიკა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა
14 საათის წინ

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

ხმების 99,9%-ის დათვლის შემდეგ, 62 წლის კალინ ჯორჯესკუმ ამომრჩეველთა ხმების 22.9% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული ოპოზიციური პარტიის „კავშირი რუმინეთის ხსნისთვის“ ლიდერი, ელენა ლასკონი იმყოფება, რომელმაც 19.16% დააგროვა.

 

ბოლო მონაცემებით, ლასკონი რუმინეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მარჩელ ჩიოლაკუს 2000 ხმით უსწრებს.

 

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს გაიმართება.

მსოფლიო

პოლიტიკა

ეკონომიკა

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!