პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ არასამართლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით
8 საათის წინ

მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ არასამართლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით

სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ არასამართლიან მიდგომებს საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსა და ევროკავშირს ერთმანეთი სჭირდებათ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ალიევი აღნიშნავს: „მიუღებელია ევროკომისიაში საქართველოს შიდა პროცესისადმი დამოკიდებულება. ეს კოლონიალისტების ქცევაა, შიდა საკითხები ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა ბრიუსელის ბიუროკრატებმა“.

ამასთან, ბოჭორიშვილის თქმით, ევროპის მხრიდან ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე საუბრისას, შეუძლებელია, საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი ნაწილი.

„საქართველოსაც სჭირდება ევროკავშირი და ასეთივე დოზით სჭირდება ევროკავშირს საქართველო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი შეეხება დაკავშირებადობას, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებს და ალბათ ეს შეეხებოდა სწორედ იმ პროცესებს, რაც სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ცენტრალურ აზიაში, ევროკომისიის ვიზიტსა და თანამშრომლობის გეგმებთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც ევროპა საუბრობს ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობაზე, შეუძლებელია, საქართველოსთან ურთიერთობები გამოტოვო ამ დიალოგიდან და საქართველო არ იყოს ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი, მდგენელი ნაწილი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები