2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელფასების მატება საჯარო სამსახურში გაგრძელდება.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10%-ით. 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები“,- აღნიშნა კობახიძემ.