პოლიტიკა

თბილისის მერია - მწუხარებას გამოვთქვამთ მოზარდის გარდაცვალების გამო
20 საათის წინ

თბილისის მერია - მწუხარებას გამოვთქვამთ მოზარდის გარდაცვალების გამო

მწუხარებას გამოვთქვამთ მოზარდის გარდაცვალების გამო. შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე მოხდა, სადაც მოზარდი სკეიტბორდით იმყოფებოდა. ის სახურავიდან ლიფტის შახტაში ჩავარდა, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია. მათივე ინფორმაციით, მობინადრეებს შესთავაზეს ქირით გაყვანა და „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში“ მონაწილეობა, რაზეც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი – არა.

„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22-ში არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა. ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.

ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა. მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში“ მონაწილეობა. უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.

თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა“,- აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისში, ავჭალის დასახლებაში უბედურ შემთხვევას 13 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები