პოლიტიკა

მათე დევიძე - ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? - ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი - ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? - ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი , - ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულმა 21 წლის მათე დევიძემ განაცხადა.

მან შეწყალების საკითხს "სისულელე" უწოდა.

„მომივიდა ხმები, რომ შემიძლია, დავწერო შეწყალება და ასე გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი”, - განახადა მათე დევიძემ, რომლის განცხადებასაც „რადიო თავისუფლება“ ციტირებს.

მათე დევიძის თქმით, მისი ბრძოლა იქნება ბოლომდე.

„ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე და მას მერეც“, - განაცხადა მათე დევიძემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე და დარბაზი დატოვა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები