დიდი საკადრო წმენდა – პრემიერი გუბერნატორებს გაათავისუფლებს

„კურიერის“ ინფორმაციით, პრემიერ მამუკა ბახტაძეს დიდი საკადრო წმენდა აქვს დაგეგმილი. სავარაუდოდ, ის თითქმის, ყველა გუბერნატორს დაემშვიდობება. თანამდებობაზე დანიშვნიდან დღემდე მამუკა ბახტაძე არც ერთ გუბერნატორს არ შეხვედრია. სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას წინააღმდეგ გამოძიება სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოპოზიციის მოთხოვნით დაიწყო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ სამეგრელოს გუბერნატორი დანიშვნიდან დღემდე კონტრაბანდას მფარველობს და მისი ხელშეწყობით ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოში უაქციზო სიგარეტი გადააქვთ. გუბერნატორების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინფორმაციამ ხელისუფლების ოპონენტებთანაც გაჟონა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა ან არ ხორცილდება, ან შუა გზაზეა მიტოვებული. კახეთის გუბერნატორი ბრალდებებს არ აღიარებს და არც პრემიერის გადაწყვეტილებაზე…

ზაალ კასრელიშვილი – “რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელად ემზადება, ამისთვის ჯერ აურევს სიტუაციას”

რას ნიშნავს მარია ზახაროვას განცხადებები საქართველოს არაკეთილშობილურ საქციელზე, რა მოხდება საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა გეგმა აქვს რუსეთს? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. – თქვენ მოუთმენლად ელოდით ტრამპი-პუტინის შეხვედრას და იმედი გქონდათ, რომ რუსეთს ფრთები შეეკვეცებოდა. არადა, როგორც ამბობენ, პუტინმა იქეთ მიაჩმორა აშშ-ს პრეზიდენტი. – ვინ ვინ მიაჩმორა, ეს მომავალში გამოჩნდება. რაც შეეხება შეხვედრას, ჩვენ მოუთმენლად თავად შეხვედრას ველოდით. ნამდვილად არ გვქონია იმის მოლოდინი, რომ ჰელსინკში რაიმე გადაწყდებოდა. – აბა რატომ ელოდით ამ შეხვედრას მოუთმენლად? – შეხვედრას მოუთმენლად იმიტომ ველოდით, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ეს იყო…