პოლიტიკა

ანი წითლიძე - ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალეს უფლება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა
1 წუთის წინ

ანი წითლიძე - ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ, ამიტომ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალეს უფლება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა

ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამიტომ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალეს უფლება, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, „არარეზიდენტი მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება, ერთადერთი პირობა იქნება ოთხ წელიწადში ერთხელ სამშობლოში ხმის მიცემა“.

„საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას რეჟიმის მხრიდან ერთადერთი მიზანი აქვს. ბოლო არჩევნებზე მათ კატასტროფული მარცხი განიცადეს ემიგრაციაში, იციან, რომ ემიგრანტების უმრავლესობა არის რეჟიმის წინააღმდეგ და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. შესაბამისად, რეჟიმისთვის ეს არის პრობლემა. ამიტომ ემიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს უკრძალავენ უფლებას, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა; ადამიანებს, რომლებიც იძულებით არიან ქვეყნიდან წასული, მათ შორის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, რაც შექმნა რეჟიმმა ქვეყანაში, როცა საქართველოს მოქალაქეებს არ დაუტოვა შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში იცხოვრონ, იმუშაონ და ღირსეულად იცხოვრონ. ეს უკავშირდება რეჟიმის შიშს და იმას, რომ ემიგრაციაში კატასტროფულად წააგეს არჩევნები“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები