პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი - ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ
12 წუთის წინ

ლევან ბეჟაშვილი - ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ

„ლევან ხაბეიშვილს ედავებიან თვე ნახევრის წინ საკაროდ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ გდდ-ს ყველა თანამშრომელი, თუ არ დაარღვევს კანონს, უკანონო ბრძანებას არ შეასრულებს და არ აღმართავს ხელს მშვიდობიან მომიტინგეებზე, თითოეული მათგანი დაჯილდოვდება 200 000 დოლარით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სწორედ ამ განცხადების გამო ხდება დღეს სისხლის სამართლის საქმის შეთითხნა და ქრთამის მიცემის ბრალდების შეკერვა. იურიდიულ საზოგადოებაში ეს ინფორმაციები სასაცილოდაც კი არ ჟღერს. გასაგებია, რომ მდინარაძე მოვიდა სწორედ იმისთვის, რომ ასეთი პოლიტიკური დაკვეთები შეასრულოს. აღსანიშნავია,რომ თვე ნახევრის განმავლობაში ამ საკითხზე არცერთი კითხვა, არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა და სწორედ მდინარაძის დანიშვნის მერე მოხდა ამ მოქმედებების დაწყება. ესეც მაგალითია იმისა, თუ როგორი შეთითხნილია პოლიტიკურად. სავარაუდოდ, დღესვე იქნება სასამართლო პროცესი, მაგრამ ცხადი და ერთმნიშვნელოვანი არის საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ არ უნდა დავპანიკდეთ, ნიჰილიზმში არ უნდა გადავვარდეთ, ბრძოლა გრძელდება! ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ”,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ უკანონო მმართველობა უნდა დასრულდეს“.

„ქართულ ოცნებას“ და მდინარაძეს არ ესმით, რომ ერთია მათი რეჟიმის დამხობა და მეორეა, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნული ინტერესები მოითხოვს, რომ დღეს ეს უკანონო რეჟიმი, რომელმაც გააყალბა არჩევნები და რომელიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირს, მათი ეს უკანონო მმართველობა დასრულდეს. სისხლის სამართლის კოდექსით კონსტიტუცია იცავს კანონიერ ხელისუფლებას კონსტიტუციაზე და კანონის საფუძველზე დაფუძნებულ ხელისუფლებას და არა იმ ხელისუფლებას, რომელიც სასამართლოს აუქმებს, რომელიც პარლამენტს მიიტაცებს, რომელიც თავის ერთპარტიულ ინტერესებს იცავს, ამიტომ არის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი და ამიტომ უნდა დასრულდეს რუსული რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით საქართველოში, ვინაიდან არ ეფუძნებიან არც კანონიერებას, არც კონსტიტუციას და არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები