ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა.

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა დღეს 16:00 საათზე დაიწყო. საქმეს განიხილავს ოკუპირებული ახალგორის სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.  პროცესი ცოტახნის წინ დასრულდა ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. ექიმის ინტერესებს კი ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.  

იხილე

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას, რომელიც ცხინვალში გაიმართა, თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. ”თრიალეთი” ადგენს, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

იხილე