პანდემიით გამოწვეული პრობლემები ტურიზმში

გოგი დვალიშვილის ღვინის მარანში, უკვე რამოდენიმე წელია როგორც ადგილობრივ ვიზიტორებს ისე უცხოელ ტურისტებს სხვადასხვა ღვინით უმასპინძლდებიან და ქართულ კულტურას აცნობენ. წლევანდელი წელი კი რაღთქმაუნდა პანდემიის გამო განსხვავებული იყო, აქურობამ წელს, რამოდეიმე ათეული სტუმარს თუ უმასპინძლა. დვალიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა მას და მის მზგავსად ტურისმის სფეროში დასაქმებულებს შეუქმნა. გორის მუნიციპალიტეტში გასულ წელს ნახევრ მილიონზე მეტი ტურისტი იყო შემოსული წელს კი, მათი რაოდენობა მხოლოდ 10 ათასზე თუ აჭარბებს, მიუხედავდ ამის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ამბობს რომ ტურიზმის სფერო არ გაჩერებულა.

იხილე

თავდაცვის მინისტრი კასპის მუნიციპალიტეტში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა

  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა. კასპში მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმში დაცული ექსპონატები – გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერლის ღვაწლსა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის გენერალი მაზნიაშვილი სამაგალითოა. საქართველოს ეროვნული…

იხილე

შიდა ქართლში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსის კიდევ 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა შიდა ქართლის რეგიონში. აქედან ინფიცირებული 4 მოქალაქე შიდა ქართლში რეგისტრირებულია, თუმცა რეგიონთან შეხება არ ჰქონიათ. ბოლოს დადასტურებულ ახალ შემთხვევებს შორის 2 სოფელ ზეღდულეთის სკოლის არასრულწლოვანი მოსწავლეა, თუმცა ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და სკოლასთან არ ჰქონიათ შეხება. აქედან გამომდინარე, სოფელ ზეღდულეთის სკოლაში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვის საჭიროება არ არსებობს. საერთო ჯამსი, რეგიონში კოვიდ 19-ის სულ 128 შემთხვევაა გამოვლენილი. რეგიონში 607 პირი რჩება თვითიზოლაციაში.

იხილე