გორში ახალი ავტობუსები ნოემბრის თვიდან გამოჩნდება

გორის მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსები ნოემბრის თვიდან გამოჩნდება. ამისათვის მერია 10 წლის განმავლობაში დაახლოებით, 3 მილიონ ევროს გადაიხდის. გორის მუნციიპალიტეტის მერის, კოტე თავზარაშილის განცხადებით, ავტოპარკის მშენებლობის სამუშაოები დასრულდა და მზადაა 30 ახალი, მათ შორის 12 ათმეტრიანი და 18 რვა მეტრიანი ავტობუსის მისაღებად. ტრანსპორტი ქალაქში იანვრიდან ამუშავდება და ქალაქს მოემსახურება. რაც შეეხება გორს მუნიციპალტეტის სოფლებს, მერის განცხადებით, აქ მიკროავტობუსები იმოძრავებენ.

იხილე