პოლიტიკა

კახაბერ კვაჭანტირაძე - ჩემთვის პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე - მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას, ვინც ფსევდო ოპოზიციად ითვლება, მათ გადავცემ - ლუსტრირებული ხართ, ბატონებო!   როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ის საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
4 წუთის წინ

კახაბერ კვაჭანტირაძე - ჩემთვის პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე - მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას, ვინც ფსევდო ოპოზიციად ითვლება, მათ გადავცემ - ლუსტრირებული ხართ, ბატონებო! როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ის საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

თქვენო ღირსებავ, ვიცი, რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩემთვის, როგორიც რიგითი ქართველისთვის პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე, - ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა კახაბერ კვაჭანტირაძემ, მოსამართლე თამარ მახარობლიძეს.

როგორც კვაჭანტირაძემ აღნიშნა, ის საკუთარ თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

„მე გახლავართ კახაბერ კვაჭანტირაძე. პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ, ვინაიდან პოლიტპატიმრად ვთვლი ჩემ თავს და მეგობრებს. კოლაბორანტ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ყველამ ვიცით, ვინც არიან, არ ვილაპარაკებ მათზე. მესმის თქვენიც, თქვენო ღირსებავ, ვიცი, რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩემთვის, როგორიც რიგითი ქართველისთვის პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე.

მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას. მინდა მათ წარმატება ვუსურვო, ჩვენ მყარად ვართ და ყველაფერი მაგრად იქნება, საქართველო გაიმარჯვებს.

ყველა ის სუბიექტი, რომლებიც ფსევდო ოპოზიციად ითვლებიან, მათ ასე გადავცემ მე, კახაბერ კვაჭანტირაძე - ლუსტრირებული ხართ, ბატონებო!"- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები