პოლიტიკა

პროკურორის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძის, მის მოადგილის და ბურჭულაძის ცოლის ძმის საქმეში ბრალდების მხარეს 135 მოწმე ჰყავს
20 წუთის წინ

პროკურორის განცხადებით, ჯუანშერ ბურჭულაძის, მის მოადგილის და ბურჭულაძის ცოლის ძმის საქმეში ბრალდების მხარეს 135 მოწმე ჰყავს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ღუდუშაურის გარდა ყველა ბრალდებული ესწრებოდა.

პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე.

„დღევანდელ პროცესზე განხილულ იქნა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დაშვების თაობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, დაახლოებით 135 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით ექსპერტიზა, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ აღნიშნული პირების ბრალეულობას“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, ერთ-ერთი ბრალდებულის, ვლადიმერ ღუდუშაურის მიმართ რატომ შეიცვალა აღკვეთის ღონისძიება, პროკურორმა აღნიშნა, რომ სამხედრო შესყიდვების საქმეში ბრალდებულმა ვლადიმერ ღუდუშაურმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რის გამოც წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

„მთავარი გარემოება იყო ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და უკვე გამოძიების ეტაპზე ღუდუშაურს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი”, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, არსებობს თუ არა საქმეში ღუდუშაურის ჩვენებები სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ , პროკურორი ასე პასუხობს: “დიახ, მოცემულ საქმეში განთავსებულია ღუდუშაურის ჩვენება აღიარების თაობაზე“.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები