პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთში, ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტოს შესახებ კითხვაზე - თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ, რომ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი? პუტინთან არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის
6 წუთის წინ

შალვა პაპუაშვილი თურქმენეთში, ირაკლი კობახიძისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტოს შესახებ კითხვაზე - თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ, რომ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი? პუტინთან არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა რა არის - ეს გახლავთ საქართველოს დეოკუპაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილმა თურქმენეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც ესწრება.

მისი თქმით, პუტინსა და კობახიძეს შორის არავითარი შეხვედრა არ იგეგმება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფება თურქმენეთში, თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით ფორუმზე, რომელიც მშვიდობის საკითხებს ეძღვნება. ფორუმის მონაწილეებს თავად მასპინძელი განსაზღვრავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ წარმოადგენს საქართველოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა საქართველოს მთავრობა ვლადიმერ პუტინთან საუბრის რესურსს, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებით და რუსეთის მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას.

„ვინც მზად არის პატივი სცეს ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, მზად ვართ, ყველას ვესაუბროთ. ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი არის ორი მთავარი ეროვნული ამოცანა - ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ვინც ამ ინტერესებს პატივს სცემს, მათ ვესაუბრებით, ვინც პატივს არ სცემს - არა. რუსეთის მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების მიმართ პატივისცემა გულისხმობს ოკუპაციის დასრულებას. შესაბამისად, არ ვსაუბრობთ. თქვენ შეიძლება ვერ ატყობთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი არის ჟენევის ფორმატი, სადაც ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, რუსეთთან კონტაქტი ჰქონდეს.

რაც შეხება პუტინთან საერთო ფოტოს გადაღებას, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ეს „არანაირი პრობლემა არ არის“.

„თქვენ პრობლემას ვერ ხედავთ, რომ ერთ პლანეტაზე ცხოვრობთ თქვენ და რუსეთის პრეზიდენტი?“ - მიმართა პაპუაშვილმა ჟურნალისტს.

რაც შეხება ფორუმის ფარგლებში ნეიტრალიტეტზე საუბარს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს სულ სხვა საკითხია და ღონისძიების შინაარსი მშვიდობას შეეხება. კითხვაზე: შეიძლება თუ არა პუტინთან მშვიდობაზე საუბარი, პაპუაშვილმა აღნიშნა:

„ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რუსეთის პრეზიდენტიც იქ იყოს, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ მშვიდობის მნიშვნელობაზე, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე. ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ღია და ადვილი გასაგები. ადვილი იმ მხრივ, რომ სიმართლეს ვამბობთ. ჩვენი მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ რუსეთმა ხელი აიღო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების გარეშე ის ურთიერთობა, რომელიც რეგიონში მას შეიძლება ჰქონდეს, ვერ ექნება ჩვენთან. საქართველოს მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მთავარი წინაპირობა გახლავთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. რა შიშები, რა რისკები გაქვთ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, იმას გავაკეთებთ. არანაირი შეხვედრა დაგეგმილი არ არის“, - განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მედიის კითხვაზე, ირაკლი კობახიძე ისაუბრებს თუ არა ოკუპაციაზე, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ საუბრობს რადიკალური ოპოზიციის და ომის მოსურნე ევროპელების დაწერილი სიტყვით. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს იმაზე, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ქართველმა ხალხმა მანდატი მისცა ირაკლი კობახიძეს, როგორც პრემიერ-მინისტრს და ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს. ისაუბრებს იმას, რაც დღეს ქართველ ხალხს სჭირდება და ისე როგორც სჭირდება. რა თქმა უნდა, არ ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“ რასა იუკნევიჩიანე და ომის მოსურნე სხვა მსგავსი ხალხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები