პოლიტიკა

ეკა ბესელია - მოვინახულე ელენე ხოშტარია, როგორც მას ახასიათებს, ის ყოველთვის მხნე და იმედიანია
34 წუთის წინ

ეკა ბესელია - მოვინახულე ელენე ხოშტარია, როგორც მას ახასიათებს, ის ყოველთვის მხნე და იმედიანია

„მოვინახულე ელენე ხოშტარია. მინდოდა პირველ რიგში მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიმეღო და პირობები მენახა. როგორც მას ახასიათებს, ის ყოველთვის მხნე და იმედიანია. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ მას წუხილი არ გამოუთქვამს პირობებთან დაკავშირებით, თქვა, რომ ნორმალურად ექცევიან და მის წინააღმდეგ არაფერი არაეთიკური, არაკანონიერი და უპატივცემულო დამოკიდებულება არ ყოფილა. ერთადერთი პრობლემა იყო კორესპონდენციის შეზღუდვა.

დაკავების საფუძველი უკანონოა, ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი, დაკავება სისხლის სამართლის წესით არის უკანონობა, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ფორმულირება, რომ ბანერზე წარწერა იწვევდეს სისხლის სამართლის წესით გამოძიების დაწყების საშუალებას. ადამიანები დაასახიჩრეს, სასიკვდილოდ გაიმეტეს და ამაზე არ დაწყებულა გამოძიება და ასეთი რამ, რომელიც გამოხატვის ფარგლებშია ან მის ფარგლებს გარეთ არის სამსჯელო, ეს კონსტიტუციური სტანდარტია და არაფერი საერთო არ აქვს სისხლის სამართლის იმ მუხლთან, რომლითაც გამოძიება დაიწყო. ელენე ელოდება თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები გამოძიების მხრიდან. სწორად ფიქრობს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. ამ მუხლით ბრალის წარდგენა კონსტიტუციის, კონვენციის და კოდექსის დარღვევა იქნება და იმედი მაქვს, რომ გონიერება ეყოფათ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ბრალის ფორმულირებაზე ფიქრობენ.

ბრალის წარდგენა იქნება უკანონო პროცედურა. სასაცილოც კი, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მითუმეტეს იმ დანაშაულების ფონზე, რომლებიც არის მომხდარი, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტენ ბრალის წარდგენას, შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვენ. არ შეიძლება ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც პირდაპირ გეუბნება, რომ ეს პოლიტიკური შურისძიებაა და იმედი მაქვს გადაწყვეტილების მიმღებს გონიერება ეყოფა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები