ბიძინა ივანიშვილი-გამგებლების უმრავლესობას მართვის გამოცდილება არ აქვს

“რაც შეეხება რეგიონულ ხელისუფლებას აქ კვალიფიკაციის პრობლემა გვაქვს და უნდა იყოს კიდეც, ჩვენ წავედით ამ რისკზე, მე მახსოვს ძალიან ბევრი გუნდის წევრების იყვნენ წინააღმდეგი თვითმმართველობის იმ რეფორმის , რომელიც კბილებით გავიტანე. გუნდიდანაც ძალიან ბევრს არ უნდოდა დღესაც ძალინ ბევრი შფოთავს აი გამგებელს ვერაფერს ვერ მოუხერხებ, არავისი არ ესმის და ამ დროს არ იცის ასეთი შემთხვევები ბევრია. საიდან უნდა მოიყვანო ამდენი გამგებლები და მცოდნე უეცრად. ეს გამოცდილება რეგიონებში არ იყო მაგრამ თუ გვინდა იყოს მომავალში ამ უბედურებასაც ავიტანთ დღეს ჩვენ. ასეთ ვითარებაში ვართ და მიუხედავად ამისა რეიტინგებში გვაქვს პირველი ადგილი მთავრობის ეფექტიანობის, რა თქმა უნდა, ეს სირთულეები არის და ეს ობიქტური სირთულეებია. მე მახსოვს პრემიერობის დროს რამდენიმე გამგებელთან შეხვედრა მქონია აი თუ უფლებას მომცემთ მე ვეუბნები კანონით უფლება გაქვს, ვერ გაუცნობიერებია, რომ უფლება აქვს. ამის გაცნობიერების პროცესი მიდის. რა თქმა უნდა ზოგმა ეს ზედმეტად გამოიყენა და უხეშად ცენტრალური ხელისუფლების აღარაფრის მოსმენა აღარ უნდა იმიტომ, რომ არჩეულია და ვერაფერს ხელს ვერ შეახებ და რთული სამართავია, რა თქმა უნდა, აკლიათ კვალიფიკაცია შეურაცხყოფად არ მიიღონ მაგრამ უმრავლესობას ჩემი აზრით მართვის გამოცდილება არ აქვთ მით უმეტეს ეკონომიკა არ იციან კარგად”-განცხადა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რეგიონულ ხელისუფლების კომპეტენციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე  

Related posts