გვიკვირდა მდუმარებაში მყოფი ბერისგან – დაპირისპირება ბერსა და ხელაძეებს შორის

გვიან ღამით გამრეკელის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირება იყო.

ადგილზე შეკრებილები მათივე თქმით, სასულიერო პირის, ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის ნაქირავები ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებდნენ.

სახლის მეპატრონეების, ხელაძეების თქმით, გასახლების მიზეზი ნიოკოლოზ ზაქარაშვილის აგრესიული ქმედებები და შეურაცმყოფელი განცხადებები გახდა. მათივე თქმით, ისინი სახლში მის შეშვებაზე დაძაბულობის განმუხტვის მიზნით დათანხმდნენ.

“მამა ნიკოლოზისგან განხორციელდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც, მდუმარებაში მყოფი ბერისგან და ეს იყო გასაკვირი. იყო ფაქტიურად დევნა და მოთხოვნა, რომ მთელი სახლი დაგვეთმო მისთვის. ჩვენ გავითვალისწინეთ ის სიტუაცია, რაც ამ სახლის გარშემო ხდება და ისევ და ისევ სახელმწიფო სტრუქტურების იმედად, რომ მომავალში მაინც მოგვარდება სამართლიანი, კანონიერი გზებით კარი იქნა გახსნილი” – კახა ხელაძე


 

Related posts