მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას გეგმავს

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივებას გეგმავს. 2018 წელს არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 6 წლით იმ დრომდე შეინარჩუნებს, ვიდრე ახალ პრეზიდენტს ხმოსნები არ აირჩევენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, 2018 წელს ხალხი პრეზიდენტს საბოლოოდ აირჩევს პირდაპირი წესით, 2023 წელს კი 300-მა ხმოსანმა და პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.

„არსებობს ასეთი ვერსია, რომ ხომ არ ჯობია 2023-ში იყოს და გახანგრძლივება თავის მხრივ ცალკე პრობლემას წარმოადგენს, ასევე განიხილება ის, ხომ არ სჯობია გახანგრძლივდეს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, რაც თავისმხრივ გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.


 

Related posts