ბიუჯეტი მმართველი პარტიის კომფორტზეა მორგებული – ჭიაბერაშვილი


 

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, პროექტით დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მილიარდ 364 მილიონ ლარს შეადგენს.


დოკუმენტს კრიტიკულად აფასებენ საპარლამენტო უმცირესობაში. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ბიუჯეტი მმართველი პარტიის კომფორტზეა მორგებული. უმრავლესობაში კი, განმარტავენ, რომ პროექტი საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად შედგა და ითვალისწინებს განათლების, თავდაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსების გაზრდას.


„პენსია არ იზრდება, „ქართული ოცნება“ იღებს დამატებით 2 მილიარდი ლარის ოდენობის ვალს და უარს არ ამბობენ პრემია-დანამატებზე. ასე უყაირათოდ დაგეგმილი ბიუჯეტი, რომელიც ჰგავს წინა წლების „ქართული ოცნების“ ბიუჯეტებს არის, იმ საყოველთაო გაჭირვების მთავარი მიზეზი, რაშიც დღეს ეს ქვეყანა და მისი თითოეული მოქალაქე იმყოფება,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

Related posts