ჭავჭავაძის გამზირზე გამოძახებული სასწრაფო დახმარება პაციენტთან თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მივიდა

ქუთაისში მაცხოვრებლები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მხრიდან გამოძახებებზე დაგვიანებაზე, საჭირო მედიკამენტების არარსებობასა და პაციენტების მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

ქუთაისის მკვიდრი ალექსანდრე ხარაბაძე ერთ-ერთია, ვისაც სასწრაფო დახმარების გამოძახება ხშირად უწევს.

„მშობლები მყავს ავად და ამიტომ ხშირად ვიძახებ სასწრაფოს. ზოგჯერ იყო შემთხვევა, როდესაც უთქვამთ, ამისთვის გამოგვიძახეთ, ამას თქვენც მიხედავდითო. არც მედიკამენტები აქვთ ხოლმე. როგორია, როდესაც ადამიანს ძალიან მაღალი წნევა აქვს, იძახებ სასწრაფოს და ის 45 წუთის დაგვიანებით მოდის მხოლოდ იმიტომ, რომ ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამოძახებული სასწრაფო დახმარება თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გაუშვეს,” – ამბობს ალექსანდრე ხარაბაძე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განმარტავენ, რომ ქუთაისს 10 ბრიგადა ემსახურება, ხოლო თითოეული ბრიგადა საჭირო მედიკამენტებით და ინვენტარით არის აღჭურვილი.

წყარო: topnews.com.ge

 

Related posts