პოლიტიკა

ელენე ხოშტარია - ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ,,ქართული ოცნებისთვის''
19 წუთის წინ

ელენე ხოშტარია - ევროკავშირის შეფასება არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და სამარცხვინო განაჩენი ,,ქართული ოცნებისთვის''

ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას წერილშია აღნიშნული, რომელსაც „დროას“ „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ისტორია გვასწავლის, რომ ევროპის კარი მუდმივად ღია ვერ იქნება საქართველოსთვის.

„ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და გამოწვევა ჩვენთვის, ვისთვისაც ევროპის კარი ჯერ კიდევ შეღებულია. ის ვერ იქნება მუდმივად ღია. ამას გვასწავლის ისტორია და ევროპის კარის ბოლომდე გაღებას შევძლებთ მხოლოდ დიდი ძალისხმევით.

ამ ძალისხმევამ უნდა დაასრულოს რუსული რეჟიმი. ჩვენი დამოუკიდებლობის მამებს თავისუფლება იმისთვის არ გადმოუციათ ჩვენთვის, რომ ჩვენ ის რუსებს ჩავაბაროთ.

ყოველდღე ბრძოლის შემყურე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ისტორიულ შანსს არ დავკარგავთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მოსაპოვებელია. ბოლომდე!“, - ნათქვამია წერილში.

რეგიონი

სამართალი

საზოგადოება

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები